logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა რადიკალურ ფრონტზე
- +

28 აპრილი. 2021. 21:05

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა რადიკალურ ფრონტზე და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პარლამენტში მათ შესვლამდე პროცესები ქუჩაში გაგრძელდეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა მუდმივად არასტაბილური გარემო იყოს ქვეყანაში.

 

„ჩვენ ვნახეთ 6-თვიანი ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ფაქტობრივად სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებდა პარლამენტი, ვერ ახორციელებდა მთავრობის სათანადო კონტროლს და სწორედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც თავად შედიოდა და არც სხვებს უშვებდა პარლამენტში.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ფაქტობრივად ყველა პარტია წარმოდგენილია უკვე საქართველოს პარლამენტში.

მათ ამოცანა იყო, რომ როგორმე არ შეკრებილიყო 113 ხმა და არ დაწეული საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ეს გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულია და 113 ხმა პარლამენტში ფაქტობრივად უკვე შეგროვდა.

ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩა საბოლოო გეგმა, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს კრიზისი, რაც წესით უნდა დასრულებულიყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, მაქსიმალურად გაგრძელდეს.

მათი ინტერესია, მაქსიმალურად დიდ ხანს დარჩეს ნიკა მელია საპატიმროში და რაც ყველაზე მთავარია, თუ მოხერხდება და არ იქნება მიღებულია ამნისტია, რასაც გამოვრიცხავ, რადგან ასეთია შეთანხმება და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთგული დარჩება ამ შეთანხმების, როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა რადიკალურ ფრონტზე და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პარლამენტში მათ შესვლამდე პროცესები ქუჩაში გაგრძელდეს. იგივე 15 მაისის აქციამდე დარჩეს ნიკა მელია ციხეში თუ მანამდე არ მოესწრება ამნისტიის მიღება.

 ეს პოლარიზება და რადიკალიზმი, რა გზაც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, გაგრძელდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ მუდმივად არსებობდეს არასტაბილურობის განცდა და იყოს ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“.

ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რაც არაერთმა არჩევნებმა დაადასტურა. ასეთი საზოგადოების ნება და ამიტომ მათი ერთადერთი გზაა, როგორმე არეულობითა და დესტაბილიზაციის გზით დაძაბულ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner