„მე შევხვედრივარ და მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, როდესაც ის საპარლამენტო კომიტეტს წარმოადგენდა. მახსოვს ძალიან კარგი მსჯელობა შედგა და არაჩვეულებრივად ვისაუბრეთ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.
ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ კახა კუჭავა კარგად გაუძღვება დაკისრებულ მოვალეობას.
„მე მივესალმები და მოვუწონებ რაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. ის არგუმენტი, რაც გადადგომის მიზეზად დაასახელა ახალი თავმჯდომარის ნეიტრალურ პოზიციასთან დაკავშირებით არის პატივსაცემი მიდგომა. მე მივესალმები და ვულოცავ“, - განაცხადა კუბილიუსმა.