logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის
- +

29 აპრილი. 2021. 00:02

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ აქვთ.

საკითხთან დაკავშირებით მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

"ჩვენდა სამწუხაროდ, დღესაც ეს სიტუაციაა. თქვენ იცით, რომ კლინიკაში საწოლფონდი იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც შესაძლებელია მოვემსახუროთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის. მართალია, ეს არის პერმანენტული პროცესი და დგება მომენტები, როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტები ეწერებიან და მის ადგილზე ვიღებთ ახალ პაციენტებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ჩვენს კლინიკაში მომართვიანობამ. ამ ეტაპზე, არცერთი პაციენტის თავისუფალი საწოლი კლინიკას არ გააჩნია.

 

ჩვენ გვაქვს 40 საწოლი მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისათვის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ორმოცივე დაკავებულია,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner