logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: შესაძლებელია, „სინოფარმის“ აღიარების პროცესი გადავადდეს, თუმცა უარი არც ერთ შემთხვევაში არ ეთქმება
- +

29 აპრილი. 2021. 00:31

 

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმის“ ავტორიზაციას რამდენიმე კვირით გადაავადებს, ვაქცინაციისთვის რეგისტრირებულ ადამიანებს, შესაძლოა დალოდება მოუწიოთ.

 

„შესაძლებელია, აღიარების პროცესი გადავადდეს. უარი არ ეთქმება არც ერთ შემთხვევაში, უბრალოდ  კომიტეტმა თუ განაცხადა, რომ მათთვის საკმარისი ინფორმაცია მიწოდებული არ არის და დამატებით ინფორმაციისთვის მოითხოვეს ერთი ან ორკვირიანი ვადა კომპანიისგან, შესაძლებელია, ამან გავლენა მოახდინოს და  ბევრი რეგისტრირებული ადამიანი დაელოდოს აღიარებას.

 

თუმცა ის, რომ ვაქცინაციის აღიარების პროცესი მივიდა სხდომის ჩანიშვნამდე, ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი საქმე უკვე შესრულებულია. ამ ზომამდე ჯერ ვერ მივიდა „მოდერნაც“ კი. დახურული სხდომების რეჟიმში განიხილებოდა რამოდენიმე კვირის და თვის განმავლობაში და ეს ღია ტიპის სხდომის ჩანიშვნა ხდება საბოლოოდ.

ამიტომ დიდი ალბათობით, ის გადაუდებელ ავტორიზაციას მიიღებს, ან შეიძლება, რამდენიმე კვირით გადავადდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner