logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: არსებობს სადმე ქვეყანა, სადაც ჰომეოპათიით ფიქრობენ პანდემიის დამარცხებას?
- +

29 აპრილი. 2021. 02:09

 

„185 ქვეყანა იყენებს „კოვიდ-19“ საწინააღმდეგო ვაქცინებს და ვაქცინაციით ცდილობენ პანდემიის დასრულებას.

არსებობს სადმე ქვეყანა, სადაც ჰომეოპათიით ფიქრობენ პანდემიის დამარცხებას?“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„დიდი ბრიტანეთის ჰომეოპათთა ასოციაცია და ჰომეოპათიის ფაკულტეტი (საგანმანათლებლო პერსონალი) ხაზგასმით ამბობს თავის 26 იანვრის განცხადებაში, რომ მათი მიზანია ყოველი ინვიდისთვის დამატებითი დახმარების გაწევა იმუნიტეტის ამაღლების, ასევე სხვადასხვა ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური სიმპტომების შესამცირებლად, მაგალითად, შფოთვის, დეპრესიის, უძილობის, მწუხარების და ა.შ.

ასოციაცია განმარტავს, რომ საუკეთესი შედეგის მიღწევა მოხერხდება ჩვეულებრივი მედიცინის პარალელურად ჰომეოპათიისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა მიდგომების ინტეგრირებით - ნუტრიციული, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. გამოყენებით

დაბოლოს, განცხადება ამით სრულდება:

Please note

We wholeheartedly support the current public health advice from the Department of Health and encourage everyone to closely follow this advice. For further information, please see official guidance from the UK government, the UK NHS and the World Health Organisation.

ანუ, ჯანდაცვის დეპარტამენტის, ბრიტანეთის ხელისუფლების, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები ნახეთ და გაითვალისწინეთო, ჩვენ გულმხურვალედ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მათგან წამოსულ რჩევებს და თქვენც ამას გირჩევთო...

ჩინური მალამო ჩამოგვივა და მაგის იმედად იყავითო, არ ამბობენ...

საკმაოდ შორსაა ბრიტანელი ჰომეოპათების ეს განცხადება ანტივაქსერობისაგან...“, - წერს კირტავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner