მწერალი რეზო ამაშუკელი კახი კავსაძეს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში წერს:
„მშვიდობით კიხანა!
რუსთაველის თეატრის შენობა, ადამიანივით წაბარბაცდა. ამ დროს, კახი კავსაძის სული ანგელოზებმა წაიღეს. საყოველთაო, სახალხო, განუმეორებელი სიყვარული, რომელიც ასე გულწრფელად მიანიჭა ქართველმა მაყურებელმა. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, რომელიც ქართველმა ხალხმა არგუნა რამოდენიმე დიდ მსახიობს.
კახი კავსაძემ ყველაფერი მისცა თეატრს, თეატრიც უბრუნებს მას დიდ აღიარებას და სიყვარულს.
მშვიდობით!“ - წერს რეზო ამაშუკელი.