logo_geo
eng_logo
ეკა ხოფერია სალომე ჩარკვიანის დაკავებაზე: მოსამართლეები, პროკურორებიც ხო ადამიანები ხართ...
- +

15 ივლისი. 2016. 03:12



ჟურნალისტი ეკა ხოფერია  სალომე ჩარკვიანის საქმეს ეხმაურება:


 „მოგმართავთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ეს გაითვალისწინოს. სრული უსუსურობის შეგრძნება გვაქვს მათ, ვინც ზოგი ტელევიზიით, ზოგი სოციალური ქსელით, ზოგიც სასამართლოზე ვადევნებთ თვალს მოვლენებს სალომე ჩარკვიანის ირგვლივ.

 

ნუთუ არ არსებობს რამე ნორმა, რის საფუძველზეც ეს გოგო შეიძლება თავდებით გათავისუფლდეს. მოსამართლეები, პროკურორებიც ხო ადამიანები ხართ, თქვენი გადაწყვეტილებებიც ხო იქით უნდა იყოს მიმართული, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იყოს, სამართლიანი ადამიანის მიმართ. არ ემალება ეს გოგო გამოძიებას, ამბობს მითითებებით ვხელმძღვანელობდი, იყო მაშინ 21 წლის, აღიარებს ყველაფერს ... გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ამბავი, გთხოვთ, ნუ დაუნგრევთ ამ გოგოს და მის სამ შვილს ცხოვრებას. ჩვენ კი იქნებ დავწეროთ, ვთქვათ ჩვენი პოზიციის შესახებ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ყველას."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner