„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ხალხი მთაში"- ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ემზარ კვიციანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარობის სამი კანდიდატი წარადგინა. მისი თქმით, მთა ხალხისგან დაიცალა და ამ სამი რეგიონის გაერთიანების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა.
„ძალიან საინტერესო ადგილას მივდივარ, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო და ქვემო სვანეთი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს თავდადადებას, პატივისცემას იმსახურებენ რაჭველებიც, სვანებიც და ლეჩხუმელებიც. ამ სამი რეგიონის გაერთიანების მიზეზი არის ის, რომ ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს იქ. დაიცალა მთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ხალხი მთაში"- განაცხადა ემზარ კვიციანმა.