logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფი ტემპით დაიწყო, ვიდრე მოლოდინი იყო
- +

29 აპრილი. 2021. 13:43

 

 

„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს,ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

 

„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა  დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე, გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner