logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინ ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშს არ ესწრებოდა. ეს ხალხი პარლამენტში მხოლოდ კრიმინალი რურუას და მელიას გამოსაყვანად შევიდა?
- +

29 აპრილი. 2021. 13:47

 

 

„გუშინ ეკა ტიკარაძე პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა. საინტერესო, მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა და პირადად მე, ბევრ კითხვაზე პასუხი მივიღე“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქზე“  წერს. ის ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი მინისტრის გამოსვლას არ დაესწრნენ.

 

„სხდომათა დარბაზში უცნაურად საინტერესო სიტუაცია იყო - ოპოზიცია ანგარიშს არ ესწრებოდა. ანუ რა გამოდის? ეს ხალხი მხოლოდ იმიტომ შევიდა პარლამენტში, რომ ორი კრიმინალი - ჟორიკა რურუა და ნიკა მელია გამოეყვანათ ციხიდან? სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი ქვეყნის გამოწვევები, ხალხის და ამომრჩევლის ინტერესი საერთოდ აინტერესებთ? კორონავირუსიც ფეხებზე ჰკიდიათ! ცხადია არ აინტერესებთ, თორემ დაესწრებოდნენ ამ სხდომას და მწვავე და კრიტიკულ კითხვებსაც დაუსვამდნენ მინისტრს. როცა მგონია, რომ ამ რადიკალებისგან აღარაფერი გამიკვირდება, ყოველ ჯერზე კიდევ უფრო დიდ სისულელეებს აკეთებენ!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

დეპუტატებმა ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს მოუსმინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner