logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: მიდიან ის ქართველები, ვისგანაც ცხოვრება ვისწავლე
- +

29 აპრილი. 2021. 13:48

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. მაია კახიძე სოციალურ ქსელში,  გივი ბერიკაშვილთან და კახი კავსაძესთან გატარებულ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს იხსენებს:

 

„არ ვიცი, რა ვთქვა...

 

ათეული წლების განმავლობაში იმდენი ინტერვიუ მქონდა კახისთან, იმდენ ჟურნალ-გაზეთში დავბეჭდე, მერე ჩემს წიგნშიც შევიტანე მისი მართლაც არნახული თავგადასავალი პელესთან, გივი ბერიკას დღეობაზე ხომ დაბარებულებივით (მეცინებოდა ხოლმე), თითქმის ერთდროულად მივდიოდით:- კაცოო, უკან მომდევო-იცინოდა...

 

სუფრასთან „ჭრელო პეპელაც“ გვიმღერია მე, კახის და რამაზ ჩხიკვაძეს...

 

მართალი გითხრათ, ახლა ნამდვილად არ შემიძლია ბევრის წერა. დაიღალა გული ამდენი დატირებით. მიდიან ის ქართველები, ვისგანაც ცხოვრება ვისწავლე, მეგობრობა, ადამიანობა, ერთგულება და მთავარი - ერთმანეთობა.

 

დღეს ბედნიერიც ვარ და ძალიან სევდიანიც. პრემია მივიღე და ზუსტად დღეს გაჩერდა ყველასთვის საყვარელი ბატონი კახი კავსაძის გული. მე ჩემი კახი მყავს, მე ჩემი კახი მიყვარს და ვერაფრით ვეგუები ამ უსაყვარლესი ახლობლების სხვა სოფელში გადასვლას.

 

თუმცა, როგორც გივი ბერიკა მეტყოდა ხოლმე: „პალტოიანი მკვდარი არ მინახამსო... არც იქიდან მობრუნებულიო, ზნაჩიტ, იქაც საჭიროა ყოფნაო...“

 

მახსოვს, როგორ მოეფერა ბოლო გზაზე კახი გივის:

 

„ეს რა ქენი, ბიჭო, სად მიდიხარო...“

 

ამიერიდან ერთად იქნებიან განუყრელი მეგობრები...

 

ძალიან მენანები, კახო! ასე გეძახდნენ ახლობლები. ვერ წარმოიდგენ, როგორ მტკივა გული...ყველას გვტკივა...

 

სულ გაინტერესებდა: - არისო, იქოო, თეატრიიიო?!

 

ნახავ...

 

ვუსამძიმრებ შენს საყვარელ შვილებს და შვილიშვილებს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ქართულ თეატრალურ სამყაროს.

 

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

 

პ.ს. არ გაგიკვირდეთ, დიდი ხნის წინ მომანიჭეს შენობით საუბრის უფლება კახიმ და გივიმ. ეს უფრო თბილია, მე ასე ვგრძნობ. ჰო, ერთ ადრინდელ ფოტოზე გოდერძის ჩოხელის და მთავარი როლების შემსრულებლების („სამოთხის გვრიტები“) ანუ გივის და კახის მერე, გეფიცებით, სწორედ მე მხვდა პატივი ის  გრან პრი ჩამეხუტებინა. აი, რა ძალა აქვს ფოტოისტორიებს. ბოლო დროსაც გვაქვს გადაღებული ფოტოები მე და ბატონ კახის ანუ, როცა უკვე საკმაოდ ცუდად იყო, მაგრამ შეგნებულად არ გამოვიტანე. მინდა ისევ ისეთი მზეკაცი და არაჩვეულებრივი დარჩეს ყველას გულში, როგორიც, თუნდაც ამ ფოტოებზეა...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner