logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: შეზღუდვების მოხსნა შემდეგ თვეებში გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგვცემს
- +

29 აპრილი. 2021. 17:47

 

 

„ეკონომიკა ნელ-ნელა ძალებს იკრებს. მარტში წინასწარი შეფასებით 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეზღუდვების მოხსნა შემდეგ თვეებში გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგვცემს. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის თვის 11,5%-ანი კლება საქმეს აფუჭებს, დანარჩენ თვეებში პესიმისტური სცენარითაც ყოველ თვე 3%-ანი ზრდა რომ დაფიქსირდეს, წლის ბოლოს მაინც 1.2%-იან ზრდაზე გავდივართ, რაც პანდემიური კრიზისისგან გამოწვეული ზიანის ფონზე მაინც პოზიტივია,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ოთარ გულბანმა.

 

ფეისბუკზე გაკეთებულ პოსტში გულბანი გამოყოფს იმ ფაქტორებს, რომლებმაც მარტში ხელი შეუწყვეს ეკონომიკურ ზრდას, კერძოდ, საუბარია საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის ზრდის კუთხით დაფიქსირებულ ტენდენციებზე.

 

კერძოდ, 2021 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 30.6 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 325.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ადგილობრივი ექსპორტის, ასევე რეექსპორტის მაჩვენებლები გაიზარდა. 2021 წლის მარტში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით გაიზარდა და 237.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. გაიზარდა აგრეთვე ფულადი გზავნილების მოცულობაც, წინა წლის მარტთან შედარებით 49.5 პროცენტით.

 

„მნიშვნელოვანია, ასევე, აღინიშნოს, რომ წლის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები არსებობს ბიზნესში, რაც მეტწილად განპირობებულია მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ და ასევე მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებით, პრემიერის ინიციატივით მასშტაბური განახლებების შესახებ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებით და სხვა,“ - განაცხადა შოთა გულბანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner