logo_geo
eng_logo
კასპში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

29 აპრილი. 2021. 18:25

 

 

დღეს  კასპის მუნიცუპალიტეტში  ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებით, კასპი-მეტეხის დამაკავშირებელი გზის ორივე მხარის გამწვანების აქცია მოეწყო. 

 

აქციის ფარგლებში შეიქმნა ალვის ხეების ქარსაცავი ზოლი. 200 ძირი ალვის ხე  სოფელ ძევერაში არსებულმა სანერგე მეურნეობა „პოპულუსმა“ ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკო კლუბ  „ეკომეგობრებს“ გადასცა საჩუქრად, რომელიც სკოლამ  კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უსაჩუქრა.

 

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო კასპის სკოლა-გიმნაზიის ეკო კლუბის „მწვანე ელჩები“-ს  და  გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა „ეკომეგობრები“- ს წევრებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.

 

ქარსაცავი ზოლის გაშენების სამუშაო პროცესებში პასუხისმგებლობა ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურმა აიღო,  რომელმაც აქციის დასრულებისთანავე მორწყა  დარგული ნერგები.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა აქციაში მადლობა გადაუხადა CENN-ს და აქციის ყველა მონაწილეს.

 

აღნიშნულ გარემოსდაცვით აქტივობას ორგანიზება შიდა ქართლის კოორდინატორმა ირმა კიტრიაშვილმა გაუწია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner