logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება
- +

15 ივლისი. 2016. 03:55


 

„საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება"-. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 26 ივლისს იწურება.


"ჩვენ ვერ გავახანგრძლივებთ საგანგებო მდგომარეობას გაურკვეველი ვადით, ეს აზრს მოკლებულია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით რესპუბლიკა, სადაც ნებისმიერ გარემოებებში კანონის უზენაესობა სუფევს", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.


საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოაცხადა.  "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ორგანიზებული თავდასხმების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ საგანგებო რეჟიმი, რა დროსაც პოლიციას უფრო ფართო უფლებამოსილება ენიჭება, ორჯერ გახანგრძლივდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner