logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან
- +

29 აპრილი. 2021. 22:09

 

 

„ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„ევროკავშირი რომ გეუბნება გირაოს გადაგიხდიო, ამაზე მეტი აღიარება ადამიანს ცხოვრებაში რა უნდა გინდოდეს ხომ? ყაჩაღი, მძარცველი, „ბანდიტი“, კაცის მკვლელი რომ იყო, ევროკავშირი არ გეტყოდა.

თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს უბრალოდ. ციხეში ზის, რომ გამოვა, ძალიან კარგადაც გავცემ პასუხს, მანამდე ნათქვამ სიტყვებზეც, ახლა ნათქვამ სიტყვებზეც. გამოვა და ყველა იქნება ამის შემსწრე, რას ვეტყვი, როგორ ვეტყვი და როგორ პასუხსაც მიიღებს ჩემგან. ასე ზის, თუ ისე, ციხეში ზის რეალურად ხომ? - არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი“, - აღნიშნა მან.

 

ელისაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

 

„ხომ გეუბნებოდით, ოპოზიცია პარლამენტში შემოვა - თქო, ხომ შემოვიდნენ. „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოვა პარლამენტში. ჭრიალ-ჭრიალით მოდიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner