logo_geo
eng_logo
როდის დატოვებს ნიკა მელია ციხეს
- +

30 აპრილი. 2021. 00:14

 

 

როდის დამტკიცდება კანონი ამნისტიის შესახებ და რა იქნება ნიკა მელიას გათავისუფლების სავარაუდო თარიღი - საკითხზე  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ამნისტია დამტკიცდება რამდენიმე კვირაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამას სჭირდება 3 ციკლის გავლა, პირველი, მეორე და მესამე მოსმენა. ამ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში იგულისხმება 6 კვირა. მოქმედი კანონმდებლობით და რეგლამენტით გაწერილი პროცედურით, ერთსა და იმავე კვირაში არ შეიძლება სასესიო და საკომიტეტო განხილვა.

 

ამიტომ არის იმ შეთანხმებაში გირაოზეც საუბარი, თორემ ამნისტია შეთანხმდა ისედაც და ასედაც და აქ გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ ეს 6 კვირა ლოდინის ვადა, ვინმეს პრობლემად რომ არ შექმნოდა აქედან გამომდინარეა გირაო შემოთავაზებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner