logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია მიხვდა, რომ მასზე ჯოხი გადატეხეს და გულგატეხილია
- +

30 აპრილი. 2021. 01:01

 

 

„ნიკა მელია მიხვდა, რომ მასზე ჯოხი გადატეხეს და გულგატეხილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

„ნიკა მელიამ თავისი კომენტარებით პრაქტიკულად ახსნა რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა, როდესაც მან თქვა, რომ მასზე ჯოხი გადატეხეს, ის გულგადეხილია და ა.შ.

მან პრაქტიკულად აღიარა, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით, მანამ სანამ ის თავის ნებით ციხეში შევიდოდა, რომ ის იქნებოდა გამოყენებული სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ამას ის მიხვდა, ეს მის კომენტარებში ჩანს, რომ ის გულგატეხილია და მასზე ჯოხი გადატეხეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის არამცთუ ციხიდან გმირად ვერ გამოვა, არამედ როდის გამოვა ისიც არ იცის და რამდენად პოლიტიკურ სახეს შეინარჩუნებს, ესეც საკითხავია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner