„როგორი ძვირფასი ადამიანები გვყავდნენ გვერდით! როგორი ბედნიერება იყო მათი ხილვა სცენაზე, ქუჩაში, ქალაქში...“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„რა თაობა მიდის და მაინც რა ბედნიერებაა, რომ მათი სიცოცხლე და შემოქმედება იყო ჩვენი ცხოვრების სინათლე, სიხარული და სიამაყე...
უფალმა გაანათლოს ჩვენი ქართველი იდალგო, ჩვენი დონ კიხოტი, ვაჟკაცობის და რომანტიული სიყვარულის ჩვენი ეტალონი... წავიდა თავის მარადიულ ბელასთან მისი ერთგული რაინდი!
მადლობა, ბატონო კახი!“, - წერს კირტავა.