ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ეს ჩემი კახია...
ჩემი ლეგენდაა და მისი დამსახურებაა, რომ მუდმივად დონკიხოტობას ვცდილობ...
ეს ჩემი ისტორიაა, საიდანაც კახი კავსაძის სიყვარულს ვერაფერი წაშლის!
ეს ერთ-ერთი იმ ფოტოთაგანია, მუდმივად რომ უნდა ჰქონდეს ჩემნაირ ბედნიერ ადამიანს საამაყოდ გამოფენილი...
ეს ჩემი ელიბოა, სიკეთით რომ არის გაჟღენთილი...
და ჩემი იორამია, სამშობლოს სიყვარული რომ არ ასვენებს...
ჩემს მოხუც ჯამბაზს სხვა ჯამბაზები დახვდებიან მანათობელი ლამპრებით ხელში და გაუნათებენ უფლისკენ სავალ გზას...