logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: უკრაინის პრემიერსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება უმწვავეს ფაზაში შედის
- +

30 აპრილი. 2021. 02:44

 

 

„უკრაინაში უმწვავეს ფაზაში შედის დაპირისპირება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და "მთავარ რეფორმატორ" მიხეილ სააკაშვილს შორის. ეს დაპირისპირება ჯერჯერობით ეპისტოლარულ ჟანრში მიმდინარეობს, თუმცა სააკაშვილი უკვე ღიად ემუქრება პრემიერს, მასთან საქმის გარჩევის პირადი შეხვედრის დონეზე გადატანით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„სააკაშვილის სახელზე თავის ოფიციალურ წერილში, პრემიერი ახსენებს მას, თუ რითი უნდა იყოს დაკავებული სინამდვილეში რეფორმების აღმასკომი და რა თანხვედრა უნდა იყოს რეფორმირების პროცესსა და მინისტრთა კაბინეტის საქმიანობასა და სამთავრობო გეგმებთან მიმართებაში.

ფაქტიურად მიწასთან გასწორებულმა განრისხებულმა სააკაშვილმა თავის საპასუხო წერილში კი აქეთ მოუწოდებს დენის შმიგალს, დაკავდეს არა მოსახლეობის "წველით", "დამუნათებით" და "აბუჩად აგდებით" - არამედ მასზე ზრუნვითა და საქმის კეთებით.

მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანი - მიაღწიოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, რათა დაიკავოს მისი ადგილი, ახალი თემა ნამდვილად არაა. უბრალოდ დღეიდან ეს დაპირისპირება შესაძლოა უკვე უშუალოდ პირადი და საჯარო "ომის" სტადიაში გადაიზარდოს.

ამ თემის გაშუქება, ნიკანორ მელიასი არ იყოს, ასევე მოსაბეზრებელი ხდება უკვე და უსასრულობამდეა გაწელილი, მაგრამ ერთი რამ კი ცალსახაა - სააკაშვილი უკრაინაში უკვე აშკარად "ვა-ბანკ" მიდის. საქართველოსთან დაკავშირებული მისი თითოეული გეგმა თუ ჩანაფიქრი, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი მომავლის პერსპექტივაში თავის აქტუალურობას კარგავს...“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner