logo_geo
eng_logo
გოდერძი ჩოხელის ვაჟის დასახმარებლად გამართულ აუქციონზე 5 000 ლარი შეგროვდა
- +

15 ივლისი. 2016. 04:05



ნიკა ჩოხელის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და კერძო კოლექციონერებმა 20­ზე მეტი ლოტი წარადგინეს. მათ შორის იყო თავად გოდერძი ჩოხელის ხელნაწერები და წიგნები.


თბილისის მერი დავით ნარმანია გოდერძი ჩოხელის შვილის, ნიკა ჩოხელის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონს დაესწრო. ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და კერძო კოლექციონერებმა 20­ზე მეტი ლოტი წარადგინეს. მათ შორის იყო თავად გოდერძი ჩოხელის ხელნაწერები და წიგნები. დავით ნარმანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქველმოქმედო ღონისძიება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იმართება. ამიტომ, მიესალმება და თავადაც უერთდება ამ ინიციატივას.


აუქციონის ორგანიზატორ ჟურნალ "OK!"­ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს არა მარტო ამ ღონისძიებაში მონაწილეებს, არამედ, ყველას, ვინც, ბოლო პერიოდში ნიკა ჩოხელის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებები გამართა. ასევე, სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, თბილისის მერიას, ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს, კერძო კომპანიებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. საქველმოქმედო აუქციონზე, დაახლოებით, 5 000 ლარი შეგროვდა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner