logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: კაცი, რომელსაც სჯერა, რომ შემოდგომაზე მიშა ჩამოვა და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, დიდი ალბათობით, ნორმალური არ არის
- +

30 აპრილი. 2021. 03:02

 

 

„კაცი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ შემოდგომაზე მიშა ჩამოვა, წინ წარუძღვება საპროტესტოდ აზვირთებულ მასებს და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, დიდი ალბათობით, ნორმალური არ არის“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.

 

„არადა, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს თუ დავუჯერებთ, ასეთი 500 000 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მე არც ამისი მჯერა, რადგან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ პატარა ქვეყანას 500 000 არანორმალური მოქალაქე ჰყავდეს.

მე არ მჯერა, მაგრამ ამ ციფრს რა ვუყოთ, ამ 27%-ს, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ არჩევნებში მიიღო?

ნუთუ მართლა გაყალბდა არჩევნები, ოღონდ გაყალბდა არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ?

კი, მაგრამ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

- როგორ შეიძლებოდა და მრავალნაირად - გაყალბების უამრავი მექანიზმი არსებობს, რომლებსაც ნაციონალები შესანიშნავად ფლობენ. სინამდვილეში, მათი რეალური რეიტინგი 15%-ს არ აღემატება, _ მიმტკიცებენ საარჩევნო საქმის გამოცდილი სპეციალისტები და იქვე იმასაც დეტალურად მიხსნიან, როგორ და და ხერხებით შეიძლებოდა, „ნაცმოძრაობას“ 27% მიეღო.

15 პროცენტია თუ 27, ორივე ძალიან ბევრია და ამდენი ქართველი ნამდვილად არ მემეტება იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ ასულელოს და აბითუროს“, - წერს ხარჩილავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner