logo_geo
eng_logo
სპეცოპერაცია საოკუპაციო ხაზთან - პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა
- +

30 აპრილი. 2021. 11:24

 

გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ნაფატის მონაკვეთზე, მამა-შვილი დაჭრეს. ინფორმაციას სააგენტო PIA.GE ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გასროლა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

 

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner