გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ნაფატის მონაკვეთზე, მამა-შვილი დაჭრეს. ინფორმაციას სააგენტო PIA.GE ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გასროლა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.