logo_geo
eng_logo
ისრაელში, რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 44 ადამიანი დაიღუპა
- +

30 აპრილი. 2021. 11:33

 

ისრაელში, მერონის მთაზე, რელიგიურ დღესასწაულ ლაგ ბა-ომერზე ჭყლეტაში 44 ადამიანი დაიღუპა.

 

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირველადი დასკვნით,  რამდენიმე ადამიანს კიბეებზე ფეხი დაუცურდა, რამაც საბოლოოდ „ადამიანის ზვავი” გამოიწვია, ხალხი დაიძრა და ჭყლეტა შეიქმნა.

 

აღნიშნულმა ტრიბუნის ნგრევა გამოიწვია.

 

მომხდარის შედეგად 44 ადამიანია დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული.

 

ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს „მძიმე კატასტროფა” უწოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner