logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ივანიშვილის ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად აღიქმება
- +

15 ივლისი. 2016. 03:09



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის აზრით,  ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთში საქართველოს დღეებზე პატრიარქისა და სხვა მონაწილეების გამგზავრებისა და მსგავსი პროექტების დაფინანსება,საზოგადოების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვად აღიქმება და არასწორია.



ჩუგოშვილი, ამბობს, რომ ივანიშვილის შემთხვევაში მთავარია გაირკვეს, ვინ იყო დაფინანსების წყარო: პირადად ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური კოალიცია, თუ ბანკი „ქართუ", რადგან პოლიტიკური სუბიექტისაგან გასხვავებით, კერძო პირსა და კომპანიას კანონი არ ზღუდავს. თუმცა პირადად მას,  ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკოსის მსგავსი ქმედება, არასწორად მიაჩნია.



ვინაიდან ივანიშვილი პოლიტიკური ფიგურაა, მას შეზღუდული აქვს სხვადასხვა მსგავსი პროექტების დაფინანსება. ამომრჩევლისთვის რაიმე ფულადი სახსრების ან მატერიალური ღირებულების გადაცემას პოლიტიკური მიზნით კანონმდებლობა აკვალიფიცირებს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. ამ შემთხვევაში, გასარკვევია პოლიტიკური მიზანი, განზრახვა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არასწორად მიმაჩნია პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი პროექტების განხორციელება",- ამბობს იურისტი.



კონკრეტულ შემთხვევაში, მისი თქმით, არა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, არამედ სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს, რომელიც კრძალავს ამომრჩევლის მოსყიდვას და თუ მსგავს შემთხვევა დაფიქსირდა, შესაძლოა  ფაქტით კონტროლის პალატა ან სხვა შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.



საფრანგეთში ქართული კულტურის დღეების მონაწილეებისა და პატრიარქის გამგზავრებას რომ ივანიშვილი აფინანსებს, ამის შესახებ 14 მაისს, ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.



სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე", ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის შემდეგ  ჩაწერილი ივანიშვილისა და ბურჭულაძის კომენტარები გამოქვეყნდა.



ეს ის ადამიანია ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა და ფაქტიურად დააფინანსა საქართველოს დღეები საფრანგეთში",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.



18 მაისს, პარიზში, გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. პირველი ნაწილი ქართულ ხალხურ მუსიკას დაეთმობა, მეორე ნაწილში კი მსოფლიოს წამყვანი საოპერო სოლისტები, მათ შორის, პაატა ბურჭულაძეც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ნაწარმოებებს შეასრულებენ.



წყარო: http://www.tspress.ge/ka/site/articles/11844/






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner