logo_geo
eng_logo
მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს
- +

30 აპრილი. 2021. 13:05

 

12 მაისიდან მოსკოვში აშშ-ის საელჩო მომსახურებების რაოდენობას შეამცირებს. რუსეთში აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მთავრობის 23 აპრილის დადგენილება მიიღეს, რომლის თანახმად, რუსეთში ამერიკის დიპლომატიურ მისიებს უცხოელი მოქალაქეების სამსახურში აყვანა ეკრძალებათ.

 

კერძოდ, მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური ვიზებისთვის გაკეთდება.

 

რუსეთში აშშ-ის საელჩო განაგრძობს ამერიკის მოქალაქეებისთვის მხოლოდ საგანგებო მომსახურებების გაწევას და შეზღუდული რაოდენობით საიმიგრაციო ვიზების გაცემას.

 

გარდა ამისა, აშშ თავისი საელჩოს საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებს.

 

23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

 

26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner