logo_geo
eng_logo
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ
- +

30 აპრილი. 2021. 21:06

 

იერუსალიმის საპატრიარქო ქრისტეს აღდგომის ტაძარში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

იერუსალიმის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მისული პირების ტერიტორიაზე შეშვება 09-00, 10:00-საათიდან დაიწყება. მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არავაქცინირებული პირები ტაძარში არ დაიშვებიან, თუმცა წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დასაშვებ ადგილზე დარჩებიან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner