logo_geo
eng_logo
ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა
- +

15 ივლისი. 2016. 10:10


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა.


მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 14 ადამიანი რჩება.



ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან.



დაშავებულთა შორის, ბოლო ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.



საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.



წუხელ, ქალაქ ნიცას სანაპიროზე ხალხში სატვირთო მანქანა შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს ადევნებდნენ თვალს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner