logo_geo
eng_logo
როგორია ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
- +

30 აპრილი. 2021. 22:23

 

საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ინდოეთში ყოფნისას კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის თქმით, ორივე მათგანს ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

 

"იქ იმყოფება 10-კაციანი ჯგუფი საქართველოდან, მათ შორის ჩვენი სპორტსმენები. ორ მათგანს აღმოაჩნდა კოვიდი. არ დავაკონკრეტებ ვინაობას. საელჩო კონტაქტზეა მათთან და ეხმარება, ისინი საავადმყოფოში არიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქ ფორმებში აქვთ დაავადება. ჩვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას გავაგრძელებთ" - განაცხადა ღვთისიაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner