ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულები ადამიანებისთვის სისხლი ჩააბარა.
„დიდი მადლობა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ დროს ჩვენი ხალხი ერთიანდება. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს დაშავებულთა ოჯახებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.