logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: საზოგადოებას უნდა გავაცნოთ ის სარგებელი, რაც ევროკავშირს მოაქვს საქართველოსთვის
- +

15 ივლისი. 2016. 10:21


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში განაცხადა, რომ „საზოგადოებას უნდა გავაცნოთ ის პროგრესი და სარგებელი, რაც ევროკავშირს მოაქვს საქართველოსთვის".



მინისტრის განმარტებით, კონფერენციის მეორე დღეს საუბარი შეეხება სტრატეგიულ კომუნიკაციას და ევროპული დახმარების პროექტებს.



ბაქრაძის თქმით, კონფერენციის დროს წარდგენილი იქნება ფილმი, რომელშიც ასახულია 25 წლის განმავლობაში ევროპის მიერ განხორციელებული პროექტები საქართველოში.



ძალიან ცხადი გახდა ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს ევროპული ინსტიტუციებიდან და სახელმწიფოებიდან აქვთ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, მისი პროგრესის მიმართ, ის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა, რომელიც კომისარმა ჰანმა გამოხატა კონფერენციაზე დასწრებით, თავის გამოსვლაში განცხადებებით აშკარად მიუთითებს, რომ საქართველო აკეთებს თავის მაქსიმუმს და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ და აფასებენ. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, როგორც პარლამენტის სამოქალაქო სექტორის და თავად ევროპული ინსტიტუციების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



კონფერენცია დღეს საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგით გაიხსნება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა. დღევანდელ თემატურ სესიებს შორის არის ევროკავშირის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში „საქართველოს ევროპული გზა" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner