logo_geo
eng_logo
ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

15 ივლისი. 2016. 10:22


„დეილი მეილის" ცნობით, დაუდასტურებელი წყაროებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



ამასთან, ელისეის სასახლე იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს, ვიწრო შემადგენლობით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.



დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 84 ადამიანს შეადგენს, 50 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner