„მე არ ვიცი, თავად კახი კალაძე რა აზრისაა. ვიცი, რომ მართველი გუნდი მას განიხილავს მერობის კანდიდატად.
ვიცი ისიც, რომ კახი კალაძე მთელი რიგი თამამი, თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებების გამო, დიდი პირადი სიმპატიებით სარგებლობს ახალგაზრდა ამომრჩეველთა იმ ნაწილშიც, ვინც ოცნების ელექტორატს არ წარმოადგენს“, - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე ღირსეულ კანდიდატს წარადგენს.
„ეს ინოვაციები ძირითადად ეხება კალაძის მცდელობას, მაქსიმალურად გადასვას თბილისელი მძღოლები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, განსაკუთრებით დღის განმავლობაში 3 კილომეტრიანი მანძილის გასავლელად სახლებიდან პირადი ავტომანქანები რომ გამოყავთ.
ეს ეხება იმ ახალგაზრდების მადლიერებასაც - ვისაც დედაქალაქში ველო და მასთან გაიგივებული ტრანსპორტით კომფორტული გადაადგილების საშუალება მიეცა. რაც ზუსტად ვიცი, გამიგია, მომისმებია - ის არგუმენტაცია მოვიყვანე. იმედია ხელისუფლება გაითვალისწინებს თბილისელების მოლოდინებს და ღირსეულ კანდიდატს წარადგენს...
P.S.: დამავიწყდა... გუდვილიდან - "ვეფხი და მოყმემდე" მონაკვეთს ჯადო იქნებ მოუხსნას ვინმემ, ან ფასიანი გახადონ მანდ გადაადგილება!“, - წერს ქართველიშვილი.