logo_geo
eng_logo
ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში შევარდა
- +

15 ივლისი. 2016. 10:36


ფრანგული მედიის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში შევარდა და სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნიცას მცხოვრები, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის მამაკაცია.


როგორც მედია იუწყება, სამართალდამცავი უწყებები მამაკაცს იცნობდნენ, რადგან ის წვრილმან სამართალდარღვევებში იყო შემჩნეული, თუმცა ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი არ ყოფილა.


ნიცაში მომხდარ ტერაქტს ამ დროის მონაცემებით 84 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 18 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner