logo_geo
eng_logo
პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა
- +

1 მაისი. 2021. 11:30

 

 

პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯამალ ბრაუნმა განაცხადა, რომ თავდაცვაზე გამოყოფილ თანხებს უწყება კედლის მშენებლობაზე აღარ დახარჯავს, ვინაიდან „თავდაპირველად ეს სახსრები სხვა სამხედრო მისიებისთვის იყო განკუთვნილი“.

 

ამერიკული მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად 1,4 მილიარდი დოლარი დაიზოგა და ამ თანხის ნაწილი კედლის მშენებლობისგან მიყენებული ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრაზე დაიხარჯება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner