ისრაელში, ოჯახებმა 30 აპრილს, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყეს, - ამის შესახებ BBC წერს.
ამ ეტაპზე, იმ ადამიანებს ასაფლავებენ, რომელთა იდენტიფიკაციაც მოხერხდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოჯახებს ჰპირდება, რომ ფაქტს გამოიძიებენ და ეს სამომავლოდ უზრუნველყოფს, ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. ამ დროისთვის, ჭყლეტისას დაღუპული 45 ადამიანიდან 32-ის ამოცნობა მოხერხდა.
ტრაგედიის გამო, ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.