logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით მანამდე შეძლო
- +

1 მაისი. 2021. 11:42

 

 

„მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით მანამდე შეძლო,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„უცნაური სტიქია იყო თბილისში. ზოგან საერთოდ არ წვიმდა. თუმცა, სამწუხაროდ, არაერთი ოჯახი დაზარალდა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში.

 

დატბორვის გამო, 112-ში დაახლოებით 100 შეტყობინება დაფიქსირდა. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.

 

მადლობა ღმერთს, რომ ამ დროისათვის [01.30], დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება!

 

სოცქსელებში დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა ნუცუბიძის ფერდობის გამო. თუმცა, გადავრჩით, რადგან პრობლემის მოგვარება - მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები, თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, მანამდე შეძლო და ავცდით საშინელებას, რისი წარმოდგენაც არავის გვსურდა“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner