„თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ეს მეტად მნიშვნელოვანი ლოკაცია კატასტროფას გადაურჩა“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომში დატბორილ ქუჩებზე მაშველების ოპერატიულ რეაგირებას.
მისი შეფასებით, დიდი დიღომი 1-ელ მაისს კატასტროფას გადაურჩა:
„ის რომ ჩვენი მაშველები ექსტრემალურ სიტუაციებში შესანიშნავად მუშაობენ ყველამ იცის, მაგრამ სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, არ შეიქმნას ის მდგომარეობა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
თბილისის მერიამ ნამდვილად შეძლო მიეღო შესაბამისი ზომები და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით ჩაეტარებინა მართლაც უზარმაზარი სამუშაო - მოიხსნა მეწყერსაშიში მიწის უზარმაზარი მასა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ეს მეტად მნიშვნელოვანი ლოკაცია კატასტროფას გადაურჩა“, - აღნიშნავს გაბრიჭიძე.