logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: წარმოსადგენადაც რთულია ვაშლიჯვრის ფერდი, რომ დაძრულიყო, რა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით
- +

1 მაისი. 2021. 12:45

 

 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე 1-ლი მაისის ღამეს, დიდ დიღომში წვიმის შედეგად დატბორილ გზებზე სამაშველო ჯგუფის ოპერატიულ რეაგირებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, კარგია, რომ რეაგირება ოპერატიულად მოხდა და დაშავებულები არ არიან:

 

„ძალიან კარგია, რომ ოპერატიულად მოხდა რეაგირება და დაშავებულები არ არიან. ისე წარმოსადგენადაც რთულია ვაშლიჯვრის ის ფერდი, რომელიც თბილისი მერიამ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ჩამოჭრა, რომ დაძრულიყო რა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი ყოფილა,“ - აღნიშნავს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner