logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე: პარლამენტში ახლადშემოსული ოპოზიცია არც პანდემიის, არც უსაფრთხოების და ოკუპაციის თემით დაინტერესდა
- +

1 მაისი. 2021. 13:03

 

 

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, 29 აპრილს პარლამენტის მიერ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მიღებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში დეტალურად განმარტავს.

 

„კატასტროფული კანონი მიიღო „ოცნებამო“, ლაპარაკობენ და კაციშვილმა არ იცის, რაზეა ლაპარაკი. ძალიან მოკლედ აგიხსნით. სულ სამი ცვლილებაა, აქედან:

 

ცვლილება 1.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა და პირველ ივნისამდე უნდა მიგვეღო.

აქამდე ადმინისტრაციულად დაკავებული პირი სამუშაო დღეებში 12 საათში წარედგინებოდა სასამართლოს, არასამუშაო დღეებში - 48 საათამდე იყო ვადა.

 

ცვლილებაში ჩაიწერა - ყველა პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა წარედგინოსო და არაუგვიანეს 24 საათისა, რაც კიდე 24 საათი შეიძლება გახანგძლივდეს. მოკლედ, კონსტუტუციაშიც ეს მაქსიმალური ვადა წერია.

 

ცვლილება 2.

აქამდე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. ეს არ შეცვლილა, მაგრამ დაემატა, რომ 1 წლის განმავლობაში თუ მეორედ, მესამედ და ა. შ. თუ გაიმეორებს - 1500-დან 2000 ლარამდეა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

 

ცვლილება 3.

პოლიციის წინააღმდეგობისთვის აქამდე იყო ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ან 15 დღემდე პატიმრობა.

აქ შეიცვალა ჯარიმა და გახდა 2000-დან 3000 ლარამდე. პატიმრობის ვადა არ შეცვლილა. ანუ ჯარიმის ქვედა ზღვარი 1000 ლარით ავწიეთ და ზედა ზღვარი ამდენივეთი დავწიეთ. განმეორებით შემთხვევაში (როგორც მეორე ცვლილებაში) - ჯარიმა 3500-დან 4500 ლარამდე ან პატიმრობა 7-დან 15 დღემდე.

 

ესა სულ კატასტროფაა ფაქტობრივად, ხომ?!

 

და კიდევ, ოპოზიცია სრულად რატომ არ იყო ჩართულიო. სხვათა შორის, პარლამენტში ახლადშემოსული ოპოზიცია არც პანდემიის თემით და მის მიერ გამოწვეული პრობლემებით დაინტერესდა და არც უსაფრთხოების და ოკუპაციის თემით, არც ერთ მოსმენას არ დაესწრო და რისი ათასი ლარით ჯარიმის გაზრდა და შემცირება, ხომ მშვიდობა გვაქვს?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner