logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: კიდევ კარგი თბილისის მერიამ და გერმანელმა სპეციალისტებმა ნუცუბიძის ფერდობზე დროულად და ოპერატიულად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები
- +

1 მაისი. 2021. 13:03

 

 

„სწორედაც, რომ თბილისის შესაძლო კატასტროფას დედაქალაქის მერის კახი კალაძის ოპერატიული ქმედებებით გადარჩა!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 1-ლი მაისის ღამეს დიდ დიღომში მომხდარ შემთხვევას, რომლის მიხედვით ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა.

 

„როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გახდა ცნობილი, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. კიდევ კარგი თბილისის მერიამ და გერმანელმა სპეციალისტებმა ნუცუბიძის ფერდობზე დროულად და ოპერატიულად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები - მოიხსნა მიწის მეწყერ საშიში მასა და გამაგრდა შესაბამისი ადგილები. კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა!!!

 

სწორედაც, რომ თბილისის შესაძლო კატასტროფას დედაქალაქის მერის კახი კალაძის ოპერატიული ქმედებებით გადარჩა! ახლა ცხადია, დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დასჭირდება და დარწმუნებული ვარ აქაც დროულად და ოპერატიულად იმოქმედებს ხელისუფლება!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner