logo_geo
eng_logo
ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება
- +

15 ივლისი. 2016. 10:43


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.


 

მთელი საფრანგეთი ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გამოვავლინოთ  აბსოლუტური ყურადღება და მტკიცე გადაწყვეტილება", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.



ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე დარტყმებს გააძლიერებს.



გუშინ, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდებოდა.



გვიან ღამით ქალაქ ნიცას სანაპიროზე ხალხში სატვირთო მანქანა შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს ადევნებდნენ თვალს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 84 ადამიანი, დაშავებულთაგან 18-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.



სატვირთო მანქანის მძღოლი  პოლიციამ მოკლა, მოგვიანებით მანქანაში  იარაღი აღმოაჩინეს. მანქანაში 31 წლის, წარმოშობით ტუნისელი ადგილობრივი მცხოვრების საბუთები იპოვეს.



ნიცას მერმა მომხდარს ქალაქის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედია უწოდა. ნიცაში გაუქმდა რიანას კონცერტი და ჯაზ-ფესტივალი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner