ტექნიკური გაუმართაობის გამო, ნიკოლ ფაშინიანი ყაზანიდან ერევანში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანის მეთაურობით დელეგაციას, ყაზანიდან ერევანში დაბრუნება სხვა თვითმფრინავით მოუწია.
ფაშინიანი, დელეგაციასთან ერთად, ყაზანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად იმყოფებოდა.