logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დღეს ჟურნალისტიკა, ხშირ შემთხვევაში, ნამდვილი კრიმინალების თავშესაფარია!
- +

1 მაისი. 2021. 15:57

 

 

„მე მჯერა, რომ კარგმა ჟურნალისტიკამ, კარგმა ტელევიზიამ შეიძლება ჩვენი სამყარო უკეთესი გახადოს“, - ეს სიტყვები ცნობილ ბრიტანელ-ირანელ ჟურნალისტს, „სიენენის“ სახეს ქრისტიან ამანპურს ეკუთვნის...

 

არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ეთერებიდან, როგორ იგინებიან და ილანძღებიან წამყვანები, როგორ ბილწსიტყვაობენ და მკრეხელობენ ჟურნალისტები და ამ ყველაფერს თავისუფალი სიტყვის ეგიდით აკეთებენ... დღევანდელი ჟურნალისტიკა, მეტწილად, სასამართლოს ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გამოაქვს კონკრეტული თემა, პიროვნება, საკითხი ხალხის სამსჯავროზე - დღეს „მოსულა“, ადამიანი მიწასთან ისე გაასწორო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაფრად ჩააგდო; სიუჟეტებში ახალგაზრდების ცხედრები ნაწილ-ნაწილ აჩვენო და ისე ჩაატარო ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, რომ არ გაუფრთხილდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ფსიქიკას, მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას - მთავარია, სკანდალი ააგორო და გადაცემა რეიტინგული, ყურებადი გახადო... აქ კი ისევ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, „სიბიესის“ გადაცემების წამყვანის, დენ რეზერის სიტყვები მახსენდება - „რეიტინგები დიდხანს არ გრძელდება, კარგი ჟურნალისტიკა - კი“.

 

თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორი“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ის დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაზე? გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

-დღეს კონკრეტული ადამიანები მედიის მფლობელის სტატუსს იყენებენ თავდასაცავად და ასეთი სიტუაცია გვაქვს: თუ შენ რამე დააშავე და იცი, რომ კანონის წინაშე აგებ პასუხს, ყიდულობ რომელიმე მედიის წილს, ან თავად აფუძნებ მას და ამით იქმნი ერთგვარად ხელშეუხებლობის გარანტიებს, რომ დანაშაულზე პასუხი ვერავინ მოგთხოვოს... თვალსაჩინო მაგალითებია ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას ამბავი - ორივე მათგანზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა... გამოდის, რომ დღეს ჟურნალისტიკა პოტენციური კრიმინალების თავშესაფარი გახდა...

 

-პოტენციური არა, ხშირ შემთხვევაში ნამდვილი კრიმინალების თავშესაფარია და დიახ, ისინი ცდილობენ, მედიასტრუქტურებს ამოეფარონ! მაგალითად, როდესაც გიორგი რურუაზე ამბობენ, რომ ის არის ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მას მხოლოდ 2,5%-იანი წილი აქვს და ის დამფუძნებლად შეიყვანეს მას შემდეგ, რაც მონაწილეობა დაიწყო გარკვეულ პროცესებში, საკუთარი თავის რეაბილიტაცია სცადა და ხან ფერმერად წარმოჩინდა საზოგადოების წინაშე, ხან რად... სინამდვილეში კი, ყველამ კარგად იცის, გიორგი რურუა ვინ არის, რა აქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში და რომ კონკრეტული ადამიანები ადანაშაულებენ  მათი ოჯახების განადგურებაში! აი, ასეთი ადამიანები ეფარებიან დღეს ჟურნალისტიკას და მედიასტრუქტურას! „მთავართამამი“ გვარამია კი, როგორც მას მე ვუწოდებ, უშვერი სიტყვებით ილანძღება ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან და აგინებს ყველას, ვინც მის პოზიციას არ ეთანხმება. ეს არის ყოფილი პროკურორი, რომელმაც ბინძური ცილისწამებებით სავსე დოკუმენტური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ მოამზადა... და წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი, ტელევიზიის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც განათლების მინისტრიც კი იყო, თავს უფლებას აძლევს, უცენზურო სიტყვებით ესაუბროს მაყურებელს, ჟურნალისტებს კი არ ჰყოფნით არც სითამამე და არც თავმოყვარეობა, რომ მასთან აღარ იმუშაონ. არადა, ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ვიცი, რომ კვალიფიციური ჟურნალისტია...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner