მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში კახი კავსაძის შესახებ წერს:
„დღეს დილით მკითხა გუგამ, მე რომ ვიცნობდი კარგად, დიდი მსახიობი რომ იყო, კახი, რატომ გარდაიცვალაო (ზუსტად ამ სიტყებით). მოვუყევი, ყურადღებით მისმენდა. მერე სხვა რაღაცებიც მომაყოლა მართლაც ძალიან დიდ ადამიანზე.
ძალიან დააკლდება ამ ქვეყანას კახი კავსაძე...“ - წერს მამუკა მდინარაძე.