შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ.
არსებული რეგულაციების შესრულება კონტროლდება როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.