logo_geo
eng_logo
დავით თარხან-მოურავი: ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულები იქნებიან!
- +

15 ივლისი. 2016. 11:04


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარი დეპუტატობის 3 კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით, საგარეჯოში დეპუტატობისთვის პარტიის გენერალური მდივანი -  ირმა ინაშვილი, სვანეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - ემზარ კვიციანი, ხოლო მცხეთაში - კონსტანტინე მორგოშია იბრძოლებენ. თარხან-მოურავის განცხადებით, პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს ეტაპობრივად წარადგენს.

 

„საგარეჯოში ჩვენი კანდიდატი იქნება ირმა ინაშვილი. მოგეხსენებათ, რომ მან უკვე გაიმარჯვა იქ არჩევნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგები გაყალბდა  და ამ გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობდა  ორი მინისტრი, ხიდაშელი და აგულაშვილი,  რის გამოც საბოლოოდ დაიშალა კიდეც „ქართული ოცნება".  ახლაც საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირმა ინაშვილი.  რაც შეეხება  ემზარ კვიციანს, მას  ყველა იცნობს, ის არის ადამიანი, რომელიც 15 წელიწადი იცავდა კოდორის ხეობას. ეს ხეობა არ მოწყვეტია საქართველოს მანამ, სანამ იქ იყო ემზარ კვიციანი.  სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როგორმე  მოეშორებინა კვიციანი   და ჩაებარებინა ხეობა  რუსეთისთვის.  იცით, რომ ხელისუფლებამ გააერთიანა სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა, რაც არანაირად სწორი არ არის.  ძალიან ძნელია, რომ  ოპოზიციურმა კანდიდატმა იბრძოლოს სამივე რაიონში, როდესაც იქ, მე მგონი, სამი კი არა, ხუთი მმართველია. მიუხედავად ამისა, ემზარ კვიციანი იქნება  ჩვენი კანდიდატი ამ სარჩევნო ოლქში და დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ხალხი მას პატივს სცემს. ასევე მცხეთაში, ჩვენს რელიგიურ დედაქალაქში, ჩვენი კანდიდატი იქნება ახალგაზრდა კაცი, კოკა მორგოშია, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული მცხეთისთვის და მისი ასაკის მიუხედავად, იქაც დაიმსახურა პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატები  ძალიან ღირსეული  კანდიდატები იქნებიან",- განაცხადა  თარხან-მოურავმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner