logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
- +

2 მაისი. 2021. 16:55

 

 

ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუმის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ერთ-ერთ სპირტის მწარმოებელ ქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე დაშავდა.


ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ჰამიდ ყურეიმის თქმით, მობილიზებულია 100-ზე მეხანძრე და 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.


„ადგილობრივი დროით 06:02 სთაათზე, ინდუსტრიულ ზონაში მდებარე „მოლდანის“ ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რასაც რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ქარხნის ნაწილის ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უფრო მასშტაბური ზარალი“, – აღნიშნა ყურეიმიმ.

 

ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომხდარი მიზეზები ჯერ უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner