logo_geo
eng_logo
ჩინეთის სამხედრო ავიამზიდის ჯგუფმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები გამართა
- +

2 მაისი. 2021. 18:18

 

ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ავიამზიდის ჯგუფმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ყოველწლიური სწავლება ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალებში მას შემდეგ განაცხადეს, რაც ოფიციალურმა პეკინმა აშშ ზემოხსენებულ სტრატეგიულ საზღვაო სივრცეში ხომალდების გაგზავნის გამო გააკრიტიკა.


ჩინური საზღვაო ძალების წარმომადგენლის, გაო შიუჩენის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული წვრთნები იყო „სრულიად ლეგიტიმური“ და ემსახურებოდა როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას, ასევე რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნებას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner